გუნდი

პროექტი განხორციელდა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ, რომელიც არის საერთაშორისო ლურჯი ფარის მიერ აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კატასტროფებისგან.

ორგანიზაციის მიერ საპროექტო განაცხადის მომზადების ეტაპზევე შეირჩა საპროექტო გუნდი, რომელიც დაკომპლექტდა ორგანიზაციის წევრებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო მოწვეული სპეციალისტებისგან. 


მანანა თევზაძე – კონსერვაციის მართვის გეგმის თანაავტორი და რედაქტორი. იგი ხელმძღვანელობდა პროექტს და მონაწილეობდა მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. იგი აგრეთვე მონაწილეობდა სახელმძღვანელოს „როგორ და რატომ უნდა დავიცვათ გვიანი მოდერნისტული არქიტექტურა; პრინციპები და მაგალითები“ შექმნაში.

ნინი ფალავანდიშვილი – შენობის სახელოვნებათმცოდნეო კვლევის ავტორი. მანვე მოამზადა შენობის სააღრიცხვო ბა- რათი, რომლის საფუძველზეც წარდგენილ იქნა განაცხადი ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოსაპოვებლად. ნინი მონაწილეობდა პროექტის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიების დაგეგ- მვასა და განხორციელებაში. იგი აგრეთვე თანაავტორია სახელმძღვანელოსი „როგორ და რატომ უნდა დავიცვათ გვიანი მოდერნისტული არქიტექტურა; პრინციპები და მაგალითები“.

ლაშა შარტავა – კონსერვაციის მართვის გეგმის თანაავტორი, ხელმძღვანელობდა შენობის აზომვით სამუშაოებს და მონაწილეობდა შენობის ფიზიკური მდგომარეობის კვლევაში. მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა შენობის საინჟინრო და კონსტრუქციული კვლევა. ლაშამ შეისწავლა შენობის საარქივო ნახაზები, მუშაობდა კონსერვაციის პოლიტიკისა და მოვლა- პატრონობის გეგმის მომზადებაზე, მანვე მოამზადა ყველა არქიტექტურული ნახაზი.

რენდ ეპიჩი – კონსერვაციის მართვის გეგმის ძირითადი თავების რედაქტორი, იგი დოკუმენტის ქართველ ავტორებს უწევდა კონსულტაციას გეგმის სტრუქტურასა და გარკვეული თავების შინაარსთან დაკავშირებით. მისი თაოსნობით მოხერხდა პროექტში ICOMOS CIPA-ს პარტნიორობა და დამატებითი სემინარის ჩატარება მემკვიდრეობის დოკუმენტაციის თემაზე. მანვე უხელმძღვანელა პრაქტიკული სემინარის „არქიტექტურული მემკვიდრეობის ადაპტაცია“ ძირითად სესიებს.

ლელა ნინოშვილი – კონსერვაციის მართვის გეგმის თანაავტორი, მუშაობდა შენობის ფიზიკური მდგომარეობის კვლევაზე, კონსერვაციის პრინციპებისა და მოვლა-პატრონობის გეგმის მომზადებაზე, გამოიკვლია სამშენებლო მასალები. აგრეთვე მონაწილეობდა პროექტის ადმინისტრირებაში და წვლილი მიუძღვის პროექტის თითოეული აქტივობის წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებაში.

მარიამ კალხიტაშვილი – პროექტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, გეგმავდა და მონაწილეობას იღებდა პროექტის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების განხორციელებაში. მონაწილეობდა კონსერვაციის მართვის გეგმის ტექსტების შექმნაში, თარგმნასა და რედაქტირებაში, კოორდინაციას უწევდა და მონაწილეობდა პროექტის შესახებ ვიდეოისტორიისა და პროექტის ვებგვერდის შექმნაში.

რინ ალატალუ – სახელმძღვანელოს „როგორ და რატომ უნდა დავიცვათ მოდერნისტული მემკვიდრეობა“ ერთ-ერთი თავის ავტორი. მან თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის ჩაატარა პრაქტიკული სემინარი გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ და ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია.