კონსერვაციული მდგომარეობა


პროქტის ფარგლებში, მულტუდისციპლინარული კვლევის შედეგად მოხდა შენობის ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობის შეფასება. დეტალურად იქნა შესწავლილი არსებული დაზიანებები და მათი გამომწვევი უარყოფითი მიზეზები. ამასთან, მომზადდა გრაფიკული დოკუმენტაცია.

შენობის საჭიროებების კომპლექსურობიდან გამომდინარე, მულტიდისციპლინური კვლევა რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოძიებული და შესწავლილი იქნა საარქივო მასალები, მათ შორის შენობის თავდაპირველი და შემდგომში მცირედ შეცვლილი პროექტი, ფოტოარქივი და შენობასთან დაკავშირებული სხვა ისტორიული მონაცემები. შესრულდა შენობის სრული არქიტექტურუ- ლი ანაზომი, რამაც გამოავლინა გვიანი არქიტექტურული და კონსტრუქციული ცვლილებები.

ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე შეფასდა შენობის კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობა და ამ კუთხით განისაზღვრა რისკები და საჭიროებები; განხორციელდა სამშენებლო მასალის ლაბორატორიული კვლევა; შეფასდა შიდასაინჟინრო, საკომუნიკაციო ქსელის მდგრადობა და საიმედოობა. აღნიშნული კვლევების შედეგების გაანალიზებამ შენობის განვითარების ისტორიის სრული სურათი წარმოგვიდგინა და გამოავლინა ის კონკრეტული სა- ჭიროებები, რაც დგას როგორც შენობის, ისე მისი მოსარგებლეების წინაშე.


შენობის კონსერვაციული მდგომარეობაზე ვრცლად იხილეთ -კონსერვაციის მართვის გეგმა  თავი 3.