პროექტი „მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“ განხორციელდა გეთის ფონდის დაფინანსებით Keeping It Modern ინიციატივის ფარგლებში.

გრანტი გაიცა კონსერვაციისა და მართვის გეგმის შემუშავებისა და მოვლა-პატრონობის რეკომენდაციების მოსამზადებლად, თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბისათვის რომლის ავტორები არიან ცნობილი ქართველი არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური.
პროექტის – „მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“ – მიზანებია:
კონსერვაციის გეგმის შემუშავება თბილისში არსებული გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის შენობისათვის,,
გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის სტილის შენობის სათანადო აღდგენის, კონსერვაციისა და მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა მომავალში;
ცნობიერების ამაღლება გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის პერიოდის არქიტექტურის ფასეულობის შესახებ, ქალაქის ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების წევრებს შორის,
შენობის ძეგლთა ნუსხაში განთავსების, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ჩატარებული სხვადასხა აქტივობებისა და მედიის გამოყენების გზით.
ახალგაზრდა არქიტექტორებისა და მემკვიდრეობის პროფესიონალების სწავლება ამ პერიოდის შენობების დოკუმენტაციის, კონსერვაციის დაგეგმვისა და სხვა თემებზე.
გეთის ფონდი და Keeping it Modern ინიციატივა
გეთის ფონდი ასრულებს გეთის სამეურვეო ფონდის საქველმოქმედო მისიას და მხარს უჭერს კერძო პირებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც თავდადებულად მუშაობენ ვიზუალური ხელოვნების სიღრმისეული შემეცნებისა და შენარჩუნების საქმეში როგორც ლოს-ანჯელესში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. სტრატეგიული საგრანტო ინიციატივების მეშვეობით ფონდი აძლიერებს ხელოვნების ისტორიის დარგს, როგორც გლობალურ დისციპლინას, მხარს უჭერს კონსერვაციის ინტერდისციპლინარულ პრაქტიკას, ზრდის სამუზეუმო და საარქივო კოლექციებზე ხელმისაწვდომობას და ავითარებს ამჟამინდელ და მომავალ ლიდერებს ვიზუალურ ხელოვნებაში. ფონდი თანამშრომლობს გეთის სხვა პროგრამებთან, რათა უზრუნველყოს მათი ინდივიდუალური და ერთობლივი მუშაობის მაქსიმალური ეფექტურობა. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფონდის ვებ-გვერდზე: www.getty.edu/foundation.გეთის ფონდის მიერ შემუშავებული საერთაშორისო საგრანტო ინიციატივა Keeping It Modern განაგრძობს ფონდის თავდადებულ მუშაობას არქიტექტურის კონსერვაციისათვის და ფოკუსირდება მეოცე საუკუნის მნიშვნელოვან შენობებზე. Keeping It Modern მხარს უჭერს საგრანტო პროექტებს იმ შენობებთან მიმართებაში, რომელთაც აქვთ გამორჩეული არქიტექტურული მნიშვნელობა და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონსერვაციის პრაქტიკის წინსვლას. გრანტები ფოკუსირდება კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმების შექმნაზე, რომლებიც განსაზღვრავენ შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის გრძელვადიან პოლიტიკას, შენობის მდგომარეობის საფუძვლიან შესწავლაზე და თანამედროვე მასალების გამოცდა – ანალიზზე. Keeping it Modern ინიციატივის წინა წლების გრანტის მიმღებებს შორის არიან: სიდნეის ოპერის თეატრი, ფრენკ ლოიდ რაიტის პრაისის კოშკი ოკლაჰომაში და ბაუჰაუსის ფონდი დესაუში.