მოდერნისტული შენობები თბილისში

წინამდებარე თემატური ბარათები „გვიანი მოდერნისტული არქიტექტურა თბილისში“ გვიჩვენებს თბილისში 1960–1989 წლებში შექმნილ 45 ყველაზე გამორჩეულ არქიტექტურულ მემკვიდრეობას. ბარათები შეიქმნა პროექტის: „მოდერნისტული არქიტექტურის დაცვა და მისი მდგრადი გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ გეთის ფონდის პროგრამის Keeping It Modern მხარდაჭერით.