შენობის ისტორია

parallax background
თბილისის ჭადრაკის და ალპური კლუბის შენობა საზეიმოდ გაიხსნა 1973 წელს ვერის (იმ დროს კიროვის) პარკში. შენობა, რომლის ავტორებიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური არიან, ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, იმ დროს 33 წლის ნონა გაფრინდაშვილს მიეძღვნა.
შენობის ავტორებს საკმაოდ საინტერესო დავალების და არაერთი გამოწვევის გადაჭრა მოუხდათ ამ შენობის დაგეგმარებისას. ჭადრაკის სასახლის თავისებურებამ – მისი არქიტექტურული თემის უნიკალურობამ, რაც გამოწვეული იყო (რამდენადაც ეს ჩვენთვის ცნობილია) მისი ანალოგის არარსებობით თანამედროვე არქიტექტურაში, საავტორო გუნდის წინაშე რთული ამოცანა დააყენა – ორიგინალური, ახალი ფუნქციის, თანამედროვე საზოგადოებრივი შენობის შექმნა. შენობის მდებარეობა განსაზღვრული იყო დამრეცი რელიეფის მქონე ბაღში. მისი ფუნქცია უნდა მორგებოდა სპორტის ორ სახეობას, იდეა და დანიშნულება უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან ჰარმონიაში და შენობის დეკორატიული გაფორმება – მისი ფუნქციის ადეკვატური. შენობა არა მხოლოდ არქიტექტურული ოსტატობით, არამედ ურბანული დაგეგმარების მხრივაც გამოირჩევა. ახალი არქიტექტურული ფორმის ძიება ამ პროექტის მთავარი ნიშანი იყო.
ვრცლად შენობის ისტორიაზე იხილეთ - კონსერვაციის და მართვის გეგმა თავი 2.3