გამოფენა

პრაქტიკული სემინარი: თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის საინტერპრეტაციო ცენტრის კონცეფციის შექმნა
იანვარი 18, 2021
პრაქტიკული სემინარი “არქიტექტურული მემკვიდრეობის ადაპტაცია და ხელახალი გამოყენება”
იანვარი 18, 2021

მუზეუმების კვირეულის ფარგლებში, ევროპის მუზეუმების ღამეს, 2019 წლის 18 მაისს, ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის ეზოში ჩვენი გუნდის ორგანიზებით გაიმართა საქართველოში საბჭოთა მოდერნიზმის ამსახველი ციფრული ფოტოებისა და ვიდეოების გამოფენა.

დამთვალიერებლებს აგრეთვე მიეცათ საშუალება, დაეთვალიერებინათ შენობაში არსებული, ამჟამად გამოუყენებელი დიდი დარბაზი, რომელიც სხვა შემთხვევაში არ არის ხელმისაწვდომი და, აგრეთვე, ალპინიზმის მუზეუმი, რომელიც ასევე არ ფუნქციონირებს რეგულარულად. აქვე გამოიფინა სტუდენტური ჯგუფების მიერ შექმნილი პლანშეტები შენობის საინტერპრეტაციო ცენტრის კონცეფციებით.

ამ დღისთვის აგრეთვე დაიბეჭდა და დარიგდა თემატური პლაკატები და სტიკერები. გამოფენასა და შენობას ამ ღამეს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა, რითიც დასტურდება თბილისის მოსახლეობის ნაწილის ინტერესი შენობისა და ზოგადად საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურისადმი.