საჯარო ლექცია გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესახებ

სემინარი გვიანი საბჭოთა მოდერისტული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ
სექტემბერი 24, 2019
ICOMOS CIPA მემკვიდრეობის დოკუმენტაციის ზამთრის სკოლა
იანვარი 21, 2020

2019 წლის, 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართა საჯარო ლექცია რომელიც მიეძღვნა გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

საჯარო ლექციაზე ექსპერტმა ისაუბრა მოდერნისტული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ, იმ საერთო გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგანან ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები ამ ტიპის მემკვიდრეობის კონსერვაციისა და ადაპტაციის დროს.

ლექციის შემდგომ დამსწრეები ჩაერთნენ დისკუსიაში ქართული გვიანი მოდერნისტული ძეგლების შესახებ.

საჯარო ლექცია ჩატარდა პროექტის – „მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გეთის ფონდის, Keeping It Modern ინიციატივის დაფინანსებით ახორციელებს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.