ოთხდღიანმა სამუშაო შეხვედრამ თბილისში გააერთიანა 15 მონაწილე, მათ შორის თბილისის სამი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და თბილისსა და ბათუმში არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტები. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა 4 საერთაშორისო ექსპერტი და საპროექტო გუნდის წევრები ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტიდან. სწავლება შეეხო არქიტექტურის დოკუმენტაციისათვის მნიშვნელოვან სამ მიმართულებას:
• ფოტოგრაფია;
• ფოტოგრამეტრია;
• ლაზერული სკანირება.
აღნიშნულ ტრენინგში ერთი საერთაშორისო ექსპერტის ნაცვლად იკომოსის დოკუმენტაციის სამეცნიერო კომიტეტის (CIPA) კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციის მკვლევრებისა და ტრენერების ჩართვა შესაძლებელი გახდა ამ ორგანიზაციისა და თბი- ლისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით.