პრაქტიკული სემინარი “არქიტექტურული მემკვიდრეობის ადაპტაცია და ხელახალი გამოყენება”

გამოფენა
იანვარი 18, 2021
მრგვალი მაგიდა დაინტერესებულ მხარეებთან
იანვარი 18, 2021

პრაქტიკული სემინარი კვლავ ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბში ჩატარდა და მიზნად დაისახა მისი სივრცეების, მათ შორის მთავარი დარბაზის, ხელახალი გააზრება.

პრაქტიკულ სემინარს გაუძღვა საერთაშოსო ექსპერტი რენდ ეპიჩი, ხოლო მონაწილეები, ამჯერად ახალგაზრდა არქიტექტორებისა და რესტრავრატორების გარდა, იყვნენ ბიზნესისა და ეკონომიკის სპეციალობის კურსდამთავრებულებიც. ისინი დადგნენ ამოცანის წინაშე, წარმოედგინათ იდეები შენობის გარკვეული სივრცეების ფუნქციის ცვლილების შესახებ, რომელიც იქნებოდა შესაბამისობაში ჭადრაკის ფედერაციის ფინანსურ საჭიროებებთან და გაითვალისწინებდა შენობის ღირებულებებს.

ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს საკითხებზე, როგორიცაა: შენობის გააზრება, ამჟამინდელი ფუნქციის დოკუმენტაცია, მფლობელთა მომავალი საჭიროებების პროგნოზირება და ინოვაციური და ფინანსურად მდგრადი გადაწყვეტილებების მიღება. პრაქტიკულ სემინარზე სტუდენტებმა საპროექტო გუნდისგან მიიღეს ინფორმაცია შენობის შესახებ, გაეცნენ მის ღირებულებებს, დღევანდელ ფუნქციას.

მეორე ეტაპზე, ისინი გაესაუბრნენ და განიხილეს შენობის თანამედროვე და სამომავლო გამოყენების გეგმები მის მფლობელებთან და მოსარგებლეებთან. შერეულ ჯგუფებში მათ იმუშავეს აგრეთვე ფინანსურ ასპექტებზე, კერძოდ, თუ რამდენად აქვს შენობას დღევანდელი მოცემულობით ჭადრაკის ფედერაციისა და შენობის მოვლა-პატრონობის ფინანსური უზრუნველყოფის პოტენციალი.

შედეგად, ჯგუფებმა წარმოადგინეს შენობის ღირებულებებთან თავსებადი შესაძლო სამომავლო გამოყენების გზები და ალტერნატიული პროექტები პირველადი ფინანსური ანალიზის თანხლებით.