გამომდინარე შენობის საჭიროებიდან და პროექტში ჩართული სტუდენტების ინტერესიდან, პროექტის მსვლელობისას გაჩნდა დამატებითი პრაქტიკული სემინარის ჩატარების იდეა. მისი მიზანი იყო არქიტექტურის, დიზანის, ციფრული კომუნიკაციებისა და სამუზეუმო საქმის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაინტერესება ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის ისტორიების ამსახველი საინტერპრეტაციო ცენტრის კონცეფციის შესაქმნელად.
ერთდღიანი პრაქტიკული სემინარის ფარგლებში 14 შერჩეული სტუდენტი დეტალურად გაეცნო შენობის ისტორიასა და თანამედროვე გამოწვევებს, მოისმინეს ლექცია საინტერპრეტაციო ცენტრების შესახებ და მომდევნო დღეების მანძილზე ჯგუფურად დაამუშავეს ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის სამუზეუმო და საინტერპრეტაციო ცენტრის კონცეფცია. ვორქშოფის შედეგად შექმნილი 3 ნამუშევარი გამოიფინა მუზეუმების ევროპული ღამის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე.